ვენერა ბიგანაშვილი
ქ. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი
პრეზენტაციის თემა: ა.ს პუშკინი და მისი მეგობრები ი.პუშჩინი და ვ.კუხელბეკერი
მე9 კლასი მე4 დონე
ალექსანდრე სერგის ძე პუშკინი- დიდი რუსი პოეტი და მწერალი დაიბადა 1799წლის 6 ივნისს მოსკოვში თავადაზნაურის ოჯახში. მის აღზრდაში მშობლებთან ერთად უდიდესი როლი შეასრულეს ბებიამ და ძიძამ არინა როდიონის ასულმა იაკოვლევამ. ბავშვობიდანვე მათ შეაყვარეს პუშკინს ადამიანების მიმართ სითბო, სიყვარული და პატივისცემა. ასევე შეაყვარეს ხალხური სიმღერები და ზღაპრები. ლიცეუმში მეგობრებს შორის სწავლაში და ლექსების წერაში იყო პირველი და საუკეთესო. ალექსანდრე სერგის ძე პუშკინი მოკლეს დუელში 37წლის ასაკში. მისი შემოქმედება მუდამ უკვდავი იქნება.
ივან პუშჩინი(1798-1859წ)- იგი იყო ალექსანდრე პუშკინის პირველი და უერთგულესი მეგობარი. მათ ერთმანეთი გაიცნეს 1811წლის 12აგვისტოს ლიცეუმში. ისინი მეგობრობდნენ დიდი ხნის განმავლობაში. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ პუშჩინმა გადაწყვიტა გამხდარიყო სამხედრო მოსამსახურე. მალე მან გაიცნო "საიდუმლო საზოგადოების" წევრები და შევიდა მათ რიგებში. ის იყო დეკემბრის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი. მალე ის დააპატიმრეს და გადაასახლეს დიდი ხნით. 1857 წელს პუშჩინი დაქორწინდა ნატალია აპუხტინაზე და ცხოვრობდა მეუღლის მამულში. იგი გარდაიცვალა 1859 წელს.
ვილგელმ კიუხელბეკერი- დაიბადა 1797 წელს თავადაზნაურის ოჯახში. "კიუხლია"- ასე შეარქვეს მას ზედმეტსახელად ლიცეუმის მეგობრებმა. ის იყო მაღალი, გამხდარი და ცოტა უცნაური. იყო უნიჭიერესი პოეტი, სწავლობდა ძალიან კარგად. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ ის მუშაობდა ტიტულარულ მრჩევლად. იგი გარდაიცვალა 1846 წელს ფილტვების ანთებით.
პროექტის გეგმა
1)პროექტის სახელწოდება:ა.პუშკინი დიდი რუსი მწერალი და პოეტი.
2პროექტის მთავარი იდეა:ალექსანდრე პუშკინის ცხოვრებისეული დეტალების სიღრმისეული გაცნობა
3.პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი მოიძიონ ინფორმაცია იმ ცხოვრებისეული დეტალების შესახებ, რომელიც უცნობია საზოგადოებისთვის. არსებულ პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს განუვითარებს შემოქმედებით უნარებს.
4) მიზანი: ინფორმაციის შეგროვება, დახარისხება, კლასიფიკაცია და სააზროვნო უნარების ჩამოყალიბება მოსწავლეთა შორის
5) მონაწილეთა ასაკი:14წელი
6.ვადები ხანგრძლივობა:1თვე
7.მოსალოდნელი შედეგები:შეისწავლიან და შეაგროვებენ მწერლის ბიოგრაფიულ დეტალებს. დაახარისხებენ და შექმნიან სლაიდშოუებს, სურათებს და პროექტებს.
8.პროექტისათვის საჭირო რესურსები:კომპიუტერი,პროექტორი, ფორმატი.
9.პროექტის მსვლელობა-ძირითადი აქტივობები:.1. ეპოქის გაცნობა.
10.საგნებთან |საგნობრივ
ჯგუფებთან |ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
საქმიანობა- მოსწავლეებს წავიყვან ლიტერატურულ მუზეუმში და გაეცნობიან ამ ტიპის მასალებს.
2.ამოცანა- გასაუბრება მუზეუმის გიდთან.
საქმიანობა-გარკვეული ჯგუფი ემზადება გიდთან შესახვედრად.:
ამოცანები:
მიზნობრივი ჯგუფები: 1-ლი ჯგუფი: მუზეუმში წასვლა
მე-2 ჯგუფი: გიდთან გასაუბრება
მე-3ჯგუფი: სლაიდშოუების მომზადება
მე-4 ჯგუფი-პროექტზე მუშაობა.
რეფლექსია:
2017-2018 წელს ჩატარდა კვლევაპროექტი თემაზე "პუშკინი და მისი მეგობრები" რომლის მიზანი იყო ინფორმაციის შეგროვება, დახარისხება, კლასიფიკაცია და სააზროვნო უნარების ჩამოყალიბება მოსწავლეთა შორის.
პროექტმა წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეებმა მოამზადეს მასალები მწერლის ცხოვრებისეული დეტალების შესახებ. ჯგუფში გადაინაწილეს სამუშაოები. გაუზიარეს ერთმანეთს მოპოვებული ინფორმაცია, სურათები. დაამზადეს ბუკლეტები, კედლის გაზეთები, გაიღრმავეს ცოდნა და თავად მოახერხეს სასწავლო რესურსის შექმნა. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპების დაცვით.
პროექტის ავტორი: ვენერა ბიგანაშვილი
ელ. ფოსტა: biganashvilivenera@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი|ბლოგი:
No comments:
Post a Comment